




ჩვენი გუნდი
პუბლიკაციები
ტესტირების გვერდი
განწყობის კვლევის და კორექციის მეთოდები
ბლოგები
ცენტრის შესახებ

('რამაზ საყვარელიძე' ) 2018 წლის ბოლოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა დააფინანსა პროგრამა „ფსიქოლოგიური განწყობის კვლევა და კორექცია“, რომლის მიზანია დ. უზნაძის განწყობის თეორიაზე დაყრდნობით ზოგადი და კლინიკური ფსიქოლოგიის საკითხების
წინასიტყვაობა- რამაზ საყვარელიძეფსიქოგენური სტრესი

(მერაბ მაღრაძე ) სტრესის ცნება გასული საუკუნის 30-ან წლებში შემოიტანეს ამერიკელმა ფსიქოფიზიოლოგმა უოლტერ კენონმა და კანადელმა ენდოკრინოლოგმა ჰანს სელიემ. მათ სტრესი უწოდეს ცოცხალი ორგანიზმის იმ საგანგებო ფიზიოლოგიურ მობილიზაციას, რომლითაც
ფსიქოგენური სტრესიქუთაისის კონფერენცია
.......

(მერაბ მაღრაძე ) დებულება განწყობის მთლიან-პიროვნული ბუნების შესახებ წარმოადგენს განწყობის თეორიის ერთ-ერთ ძირითად დებულებას. ამის ექსპერიმენტულ დასაბუთებად ითვლება, პირველ რიგში, ფაქტები, რომლებიც ადასტურებს განწყობის ერთი მოდალობიდან მეორეზე
განწყობის ინტერმოდალობა (აბსტრაქტი).......

(თეიმურაზ ბჟალავა ) ცნობილია, რომ დ. უზნაძის თეორიის მიხედვით განწყობის ცნებაში იგულისხმება სუბიექტის მთლიანი მდგომარეობა, რომელშიც პიროვნების ყველა ფსიქიკური და ფიზიკური შესაძლებლობა მობილიზებული და აქტუალიზებულია იმისთვის, რომ განახორციელოს
განწყობის ინტერმოდალური ერთიანობა.......

(მერაბ მაღრაძე ) სტრესის ცნება მეცნიერებაში ფიზიოლოგიიდან შემოვიდა. ფიზიოლოგები მას განმარტავენ, როგორც ორგანიზმის ფიზიოლოგიურ რეაქციას გარემოს ისეთ ცვლილებაზე, რომელიც არღვევს მის წონასწორობას და ხელს უშლის ნორმალურად ფუნქციონირებაში.
ფსიქოგენური სტრესივიდეოთეკა
ქართული საარჩევნო პოლიტტექნოლოგია და სპეციალისტების თვალით დანახული კამპანია „აქტუალურ თემაში“ #LIVE
ქართული საარჩევნო პოლიტტექნოლოგია და სპეციალისტების თვალით დანახული კამპანია „აქტუალურ თემაში“ #LIVE ეს არის საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის გადაცემა "აქტუალური თემა". გადაცემაში მონაწილწობენ სტუმრები: რამაზ საყვარელიძე, ზურაბ მხეიძე, თორნიკე გურული, ნინა პერტენავა, თინათინ სტამბოლიშვილი
გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ პირველი არხის საიტზე ან youtube-ის გვერდზე
- რამაზ საყვარელიძის ბლოგი
რამაზ საყვარელიძის ბლოგი

რამაზ საყვარელიძე
- ავტორი: რამაზ საყვარელიძე
ოცნება უწყობს ხელს ოცნების ახდენას, თუ არა?
რაიმე პრობლემაზე ფიქრის დროს ხშირად ვერც ვამჩნევთ, თუ როგორ ენაცვლება აზროვნებას ემოცია და ფანტაზია, თუ როგორ გვსიამოვნებს იმის წარმოდგენა, რომ უკვე გადავჭერით პრობლემა და მივაღწიეთ მიზანს - დავიმსახურეთ იმის მოწონება, ვინც მოგვწონს, გავიმარჯვეთ რთულ კონკურსში, ავაწყეთ მომგებიანი ბიზნესი ან დავხატეთ გენიალური ტილო. ფილმი „არაჩვეულებრივი გამოფენა“ მთავრდება ახალგაზრდა მოქანდაკის აღტაცებული შეძახილით „მე ამ ქვისგან გავაკეთებ...“. საკუთარი ფიქრებიდან გვეცნობა ეს ფრაზა და აღტაცება. ისიც ნაცნობია, რომ რეალობა ხშირად ჩაგვიქრობს ხოლმე ამ აღტაცებას. მთელი ფილმიც ხომ იმაზეა, რომ, „არაჩვეულებრივი გამოფენა“ ჩვეულებრივი რამ არის და დადებითი ემოციები ცხოვრების დასაწყისს უფრო ახლავს, ვიდრე დასასრულს. დადებითი ემოციებით გაჯერებული ოცნება ნორმალური და საჭირო მოვლენაა. ფსიქოლოგთა დიდი ნაწილი გვარწმუნებს, რომ პოზიტიური აზროვნება, ოცნება და ვიზუალიზაცია პიროვნებისთვის სასარგებლოა. მართლაც, ნებისმიერი დადებითი ემოცია სასარგებლოა პიროვნების სულიერი თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, მაგრამ სხვა სარგებელიც აქვს თუ არა, კერძოდ - ოცნება უწყობს ხელს თუ არა ოცნების ახდენას?
ეს კითხვა დასვა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა გაბრიელე ოეტინგენმა. მან შექმნა „ფანტაზიების რეალიზაციის თეორია“, რომელზე მუშაობაც დაიწყო 90-იან წლებში. ოეტინგენმა უკვე მაშინ აღმოაჩინა, რომ ეგრეთ წოდებული პოზიტიური აზროვნება არათუ არ ეხმარება, არამედ ხშირად ხელსაც კი უშლის მიზნის მიღწევას. მაგალითად, ისინი, ვინც ხშირად ოცნებობენ წონის დაგდებაზე, ვერასოდეს ვერ ახერხებენ გახდომას. წარმატებაზე მეოცნებე სტუდენტები სხვებზე უარესად სწავლობენ და სხვა ამგვარი. ოეტინგენი ამ ფაქტებს ხსნის მოქმედების ინტერესის (განწყობის) დაკარგვით, რადგან „ფანტაზიის გამომწვევი თბილი ემოციები ადამიანებს უჩენდნენ განცდას, რომ მათ უკვე მიაღწიეს მიზანს“.
2000 წლიდან ოეტინგენმა ახლებურად შეუტია პრობლემას. 55 გერმანელ მოსწავლეს, რომლებიც ინგლისურს სწავლობდნენ, ჩაუტარდათ გამოკითხვა. ერთ ნაწილს მოსთხოვეს დაეწერათ თემა იმაზე, თუ რითია უცხო ენის ცოდნა საოცნებო. მეორე ნაწილს მოსთხოვეს იმ სირთულეების აღწერა, რაც ახლდა უცხო ენის სწავლას. მესამე ნაწილს ჯერ დადებითი ფანტაზიების აღწერა მოთხოვეს, შემდეგ სირთულეების. ენის სწავლაში ყველაზე კარგი შედეგები აჩვენა იმ ჯგუფმა, რომელიც ფანტაზიებთან ერთად სირთულეებსაც აცნობიერებდა. ბოლო ოც წელიწადში ბევრმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ფანტაზიებიდან „გამოღვიძება“ საჭიროა რეალური შედეგების მისაღებად. ამ მიზნის მისაღწევად ოეტინგენი რეკომენდაციას იძლევა, რომ გამოყენებული იქნას „მენტალური კონტრასტის“ ტექნიკა, რაც გულისხმობს ოცნებასთან დაპირისპირებას, სირთულეების გამოკვეთას და მათი დაძლევის გზების დასახვას.
ხსენებულმა გამოკვლევებმა ბევრი სხვა გააჩინა, თანაც სხვადასხვა კონტექსტში. დღეს უკვე ვიცით, რომ მენტალური კონტრასტის ტექნიკით ბევრი რამ მიიღწევა: წარმატება სწავლაში, დიეტის გაუმჯობესება, ვარჯიშის უნარი, თუ ალკოჰოლის დოზის შემცირება. თავად ოეტინგენმა 2019 წელს აღმოაჩინა, რომ მენტალურ კონტრასტს შეუძლია ადამიანს მოუტანოს წარმატება სამეჯლისო ცეკვების კონკურსში. სხვა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ეს ტექნიკა ხელს უწყობს ადამიანთა შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას. კატია ფრიდრიხსი, რომელიც მენტალურ კონტრასტს შეისწავლის გერმანიის და ამერიკის რამოდენიმე უნივერსიტეტში, თვლის, რომ ეს ტექნიკა „ეხმარება ადამიანებს დასახული მიზნების მიღწევაში სხვადასხვა სფეროში, სპორტიდან ბიზნესამდე“. თემურ სევინსერი ჰამბურგის უნივერსიტეტიდან თვლის, რომ „მენტალური კონტრასტი ადამიანს ეხმარება იმაში, რომ მოახდინოს ძალების მობილიზაცია წინააღმდეგობის დასაძლევად“. თავად სევინსერის გამოკვლევებით გაირკვა, რომ ადამიანები ხშირად სპონტანურად მიმართავენ გონებრივი კონტრასტის ხერხს. ასეთ ადამიანთა რიცხვი მერყეობს 10-დან 25%-მდე. დანარჩენი დიდი უმრავლესობა პრობლემის გაჩენისას ან პოზიტიურ ფანტაზიებს ემორჩილება, ან თვითგვემითაა დაკავებული. ამ უმრავლესობას კარგ სამსახურს გაუწევდა მენტალური კონტრასტის ტექნიკის დაუფლება. ნიუ-იორკის სოციალურმა ფსიქოლოგმა ელიზაბეტ მუტტერმა მენტალური კონტრასტი გამოიყენა მათთან, ვისაც სურდა თავის დანებება მოწევისთვის. მეთოდმა შედეგი გამოიღო. როგორ მუტტერი აღნიშნავდა კლიენტებს ამისთვის მხოლოდ დღეში ათი წუთის გამოყოფა სჭირდებოდათ. ფრიდრიხსის გამოკვლევებმა კი აჩვენა, რომ მენტალური კონტრასტის მეთოდი ყველაზე მეტი სარგებლის მომტანია მათთვის, ვისაც, ზოგადად, უჭირს საკუთარი თავის მართვა.
აღწერილი გამოკვლევები საინტერესო და მნიშვნელოვანია როგორც პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისთვის, ასევე აკადემიური ფსიქოლოგიისთვისაც. პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ კორექტივი შეაქვთ ზოგიერთ ფსიქოთერაპიულ სტერეოტიპში. მაგალითად, ჰუმანისტურმა თერაპიამ გააკეთა აქცენტი დადებითი ემოციის ფორმირებაზე თერაპიის პროცესში. ეს მომენტი კიდევ უფრო გამოკვეთა პოზიტიურმა ფსიქოთერაპიამ და კონსულტაციამ. სხვა მრავალთა შორის , ოეტინგენის გამოკვლევა მიუთითებს, რომ შესაძლებელია არაპროდუქტიული ნეგატიურობა (მაგალითად, დეპრესიის დროს) ჩაანაცვლოს არაპროდუქტიულმა პოზიტიურობამ, თუ მხოლოდ ემოციაზე გაკეთდება აქცენტი და ქცევის პროდუქტიულობის საკითხი დაიჩრდილება ისევე, როგორც ეს ხდება ბევრ ფსიქოთერაპიულ მიდგომაში. პროდუქტიულობაზე აქცენტი კიდევ უფრო ამყარებს ბიჰევიორისტული ფსიქოთერაპიის პრინციპს, რომ პიროვნული პრობლემების მოგვარება მოხდეს ქცევის ფსიქოლოგიის პრინციპებზე დაყრდნობით. პარადოქსი იმაშია, რომ ბიჰევიორიზმი ყოველთვის არ იძლევა ამ ბიჰევიორისტული პრინციპის სრულად განხორციელების საშუალებას. ქცევის ის მექანიზმები, რომლების გამოყენებულია მენტალური კონტრასტის მეთოდში, ბიჰევიორისტული პარადიგმის გარეთ შეისწავლებოდა, რაც საინტერესოა აკადემიური მიდგომისთვის.
გეშტალტფსიქოლოგიის პარადიგმით შესრულებულ ბევრ გამოკვლევაში დადასტურდა, რომ არარეალიზებული განწყობები განახლებულ პირობებში სხვებზე უფრო მეტად რეალიზდებიან (კ.ლევინის, ბ.ზეიგარნიკის თუ მ.ოვსიანკინას ექსპერიმენტები). არარეალიზებული განწყობების ტენდენცია რეალიზაციისკენ დიდ ადგილს იკავებს ფროიდის თუ უზნაძის თეორიებში. ამ ექსპერიმენტული გამოკვლევებიდან და თეორიული მიდგომებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ თუ განწყობის რეალიზაცია ფანტაზიაში მოხდა იმ დონეზე, რომ დადებითი ემოციები გააჩინა, ცხოვრებაში იგივე განწყობის რეალიზაციისთვის ფსიქიკა სრულყოფილ მობილიზაციას უკვე ვეღარ მოახერხებს. სხვა მრავალთა შორის განწყობის რეალიზაციის ალბათობის ეს ცვლილება შეიძლება აიხსნას განწყობის კიბერნეტიკული მოდელითაც (ი.ბჟალავა).
მეორეს მხრივ, ოცნებაში ამოტივტივებულ განწყობას თუ შემეცნების ობიექტად გადავაქცევთ (უზნაძის ტერმინებში - მოვახდენთ მის ობიექტივაციას), ჩავსვამთ მენტალურ კონტრასტში, განწყობის იმპულსი ძალას დაკარგავს და ფანტაზიაში მისი რეალიზაცია არ მოხდება. ამავე მიზნით ობიექტივაციის გარდა შეიძლება გამოყენებული იქნას განწყობის ფორმირების სხვა მექანიზმები (ჰიპერფიქსაცია, სიტუაციის დინამიკურობა, სხეულის მოდუნება და ა.შ.). საკითხის საფუძვლიანი დამუშავებით უდაოდ მოიძებნება ფაქტორების ის ბალანსი, რომელიც დადებით ემოციებს და მიზნის მიღწევას ერთმანეთთან შეათავსებს. იქამდე კი უნდა გვახსოვდეს, რომ... დადებით ემოციებსაც აქვს უარყოფითი შედეგები და „ბევრი თაფლიც მაწყინარია“.
- 1. უზნაძე დ. განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები. განწყობის თეორიის ძირითადი დებულებები. “საქართველოს მაცნე”. 2009
- 2. ბჟალავა ი. ფსიქოლოგია და კიბერნეტიკა. თბ. განათლება, 1965
- 3. Robson D. The strategy that turns daydreams into reality. https://www.bbc.com/worklife/article/20200821-the-strategy-that-turns-daydreams-into-reality
- 4. Farina A. Maria Rickers-Ovsiankina (1898-1993) // American Psychologist. 1996. Vol. 51. N 6. P. 650.
- 5. Зейгарник Б. В. Теория личности К. Левина. — М.: Изд-во Моск. ун-та, 1981.
ჩვენი გუნდი
ფსიქოლოგიური განწყობის კვლევისა და კორექციის ცენტრის გუნდი

რამაზ საყვარელიძე
დირექტორი
ირაკლი იმედაძე
განწყობის ზოგადი ფსიქოლოგიის განყოფილებისის ხელმძღვანელი
თემურ ბჟალავა
განწყობის გამოყენებითი ფსიქოლოგიის განყოფილებისის ხელმძღვანელი
მერაბ მაღრაძე
უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
მანანა გაბაშვილი
უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
თინა ჩხეიძე
უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
ზურაბ მხეიძე
უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
თინათინ კუტუბიძე
უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
ეთერ ტაბატაძე
მეცნიერ-თანამშრომელი
ნანა ცხვედაძე
უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
ანანო ხუსკივაძე
მეცნიერ-თანამშრომელი
სალომე დუმბაძე
ნინო შარია
ნატა ტოროტაძე
თათია ხვედელიძე
თემურ სილაგაძე
დაგვიკავშირდით
მისამართი:
ვაჟა-ფშაველას გამზირი N. 33, 0186 თბილისი, საქართველო,
ელ.ფოსტა:
psy.set.centr@gmail.com
ტელეფონი:
(+995 032) 254 24 24;